Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"აბრეშუმის გზა არ ჩაანაცვლებს ყარსი-ახალქალაქის რკინიგზას"

5a1d469f9aeb3
BM.GE
28.11.17 15:19
982
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აბრეშუმის გზა არ ჩაანაცვლებს ყარსი-ახალქალაქის რკინიგზას. ეს განცხადება საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელობის კომენტირებისას გააკეთა.

„ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა არის აბრეშუმის გზის ერთ-ერთი განშტოება, ეს არის სახმელეთო დამაკავშირებელი გზა, რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს დააკავშირებს ერთმანეთთან, სამი ქვეყნის დამაკავშირებელი სახმელეთო გზა. ეს იქნება სწორედ ის შესაძლებლობა, რომელმაც პირველ ეტაპზე 5 მილიონით, შემდგომში უკვე 15 მილიონით უნდა გაზარდოს ის შესაძლებლობა, რომელიც ჩვენს სატრანსპორტო დერეფანს გააჩნია“, - განაცხადა მინისტრმა.