Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"ეკომ" საქართველოს ბაზარზე ახალი თაობის საწვავის იმპორტი დაიწყო

5a72cc19c389f
BM.GE
22.01.18 12:11
785
საქართველოს ბაზარზე ახალი თაობის საწვავის იმპორტი დაიწყო და ამიერიდან “ეკოს” ავტოგასამართ სადგურზე ვაჟა-ფშაველას გამზირ #27-ში ახალი თაობის, ევროპული სტანდარტის „ეკო რეისინგი 98“ (სუპერი), „95 ეკონომი“ (პრემიუმი) და „დიზელ ეკონომი“ (ეკო დიზელი) ერთგულ მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს მეტი კილომეტრი განვლონ თითოეულ ლიტრზე და შესაბამისად შეამცირონ საწვავის ხარჯი, 15%-ით შეამცირონ ავტომობილის ძრავის ხმაური, მნიშვნელოვნად შეამცირონ გამონაბოლქვი და გაუფრთხილდნენ გარემოს.

„ეკოს“ ახალი თაობის საწვავი უზრუნველყოფს ავტომობილის მიერ მაქსიმალური სიმძლავრისა და სიჩქარის განვითარებას, იცავს ძრავს, ასუფთავებს სარქველებს დაგროვილი ნადებისაგან, წმინდავს საწვავის წვისა და მიწოდების სისტემებს და იცავს მათ კოროზიისაგან. „ეკოს“ საწვავი არ შეიცავს ტეტრაეთილტყვიას და მასში გოგირდის შემცველობაც კიდევ უფრო მეტად არის შემცირებული. შესაბამისად, „ეკოს“ საწვავი გაცილებით სუფთაა, სუფთა საწვავი კი ძრავის მუშაობას აუმჯობესებს, რაც თავისთავად მეტი კილომეტრის გავლის და საწვავის ხარჯის მეტი ეკონომიის საშუალებას აძლევს მძღოლს.

შეგახსენებთ, რომ “ვისოლმა” „საბერძნეთის პეტროლიუმთან“, საბერძნეთში ენერგეტიკის სფეროში ყველაზე მსხვილ ბიზნეს ჯგუფთან, ფრანჩაიზინგის ხელშეკრულება 2017 წელს გააფორმა და საქართველოში “ეკოს” ავტოგასამართი სადგურების ქსელის განვითარების ექსკლუზიური უფლება მიიღო. ხელშეკრულების საფუძველზე „ვისოლმა“ საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე „ეკოს“ ბრენდი დააბრუნა, რომელიც წლების განმავლობაში ქვეყანაში საწვავის ხარისხის ეტალონად იყო მიჩნეული.

„საბერძნეთის პეტროლიუმი“ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ინდუსტრიული ჯგუფია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალტექნოლოგიურ გადამამუშავებელ ქარხნებს ფლობს. „ეკოს“ ბრენდი საბერძნეთის გარდა, სადაც კომპანია 17 000 ავტოგასამართ სადგურს აერთიანებს, წარმოდგენილია კვიპროსში, მონტენეგროში, სერბეთში, ბულგარეთში და ახლა უკვე საქართველოშიც.