Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"პირველი იანვრიდან სახელფასო რეფორმა შევა ძალაში"

5a1291438133b
BM.GE
20.11.17 12:23
978
"პირველი იანვრიდან სახელფასო რეფორმა შევა ძალაში", - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში თბილისის ვიცე–მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პირველი იანვრიდან ხელფასების შესახებ ახალი კანონი ამოქმედდება, რომლითაც პრემიის მინიმალური ოდენობაა განსაზღვრული. კერძოდ, წლის განმავლობაში პრემიის ოდენობა ჯამურად 10%–ს უნდა შეადგენდეს.

"ხელფასს დაერქმევა ხელფასი, პრემიას – პრემია. კანონით გათვალისწინებულია გარკვეული შემზღუდველი ნორმა ეს არის 10%, რომელიც წლის განმავლობაში დაწესებულების ხელმძღვანელმა შეიძლება გასცეს. პირადად მე თუ მეკითხებით პრემიასთან დაკავშირებით, თუ დავიმსახურებ პრემიას, ნამდვილად არ ვაპირებ ამაზე უარის თქმას, უბრალოდ, ამაზე გადაწყვეტილებას დედაქალაქის მერი მიიღებს და იმ შემთხვევაში, თუ ჩემი ან რომელიმე თანამშრომლის მუშაობა იქნება ნაყოფიერი და დამსახურებული, ამაზე არც ერთი ნორმალური ადამიანი უარს არ იტყვის", – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.