Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რა ეღირება ავტომფლობელთა მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა?

5a40d0460b515
სალომე მეცხვარიშვილი
26.12.17 10:55
811
ავტომფლობელთა მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა უცხოური ნომრის მქონე ავტომობილებისთვის მომავალი წლის მარტიდან ამოქმედდება.

Bm.ge-ს "სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის" გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილმა განუცხადა, რომ ახალი რეგულაცია იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ პარლამენტში კანონპროექტის განხილვა დროში გაჭიანურდა, ამიტომ კანონის ამოქმედება 2 თვით გადაიდო.

მისი ინფორმაციით, ამჟამად სისტემის მოწესრიგებისა და მოწყობის პროცესი მიმდინარეობს.

დევი ხეჩინაშვილის ინფორმაციით, უცხოური ნომრის მქონე ავტომობილებისთვის ავტომფლობელთა მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის ფასი დამოკიდებული იქნება ავტომობილის ტიპსა და პოლისის ვადაზე. მისივე თქმით, ყველაზე იაფიანი ტარიფი 15-დღიანი დაზღვევისთვის საშუალოდ 30 ლარი ეღირება.

"სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის" გამგეობის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია სისტემამ ეფექტურად იმუშაოს. მისი თქმით, საბაჟოზე დაზღვევის აღება არ მოხდება, თუმცა, ახლოსვე იქნება განთავსებული სპეციალური ობიექტები, სადაც უცხოური ნომრის მქონე ავტომობილები საქართველოში შემოსვლის შემდეგ დაზღვევის შეძენას შეძლებენ.

ავტომფლობელთა მესამე პირის დაზღვევა მომდევნო წლებში სავალდებულო გახდება ადგილობრივი ავტომობილებისთვისაც.