Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისთვის 176 000 ლარიანი ავტომობილი შეიძინეს"

5a4348b5b832a
BM.GE
27.12.17 11:17
1145
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისთვის 176 ათასლარიანი ავტომობილი შეიძინეს ,- ამის შესახებ საუბარია არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ადმინისტრაციულ ხარჯებს ეხება.

"2012-2017 წლებში საკონსტიტუციო სასამართლოს ავტოპარკის განახლებაზე ყველაზე დიდი თანხა დაიხარჯა 2017 წელს - 460,5 ათასი ლარი და 2016 წელს 179,5 ათასი ლარი. კერძოდ, 2016-2017 წლებში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისათვის შესყიდული იქნა 8 ავტომობილი. მათ შორის ყველაზე ძვირადღირებულია 2017 წელს 176 150 ლარად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისათვის შესყიდული Toyota land cruiser -ის მოდელის ავტომობილი. სხვა მოსამართლეებისათვის 2016-2017 წლებში შესყიდულია Toyota CAMRY-ის და TOYOTA RAV 4 -ის მოდელის ავტომობილები, რომელთა შესყიდვის ფასი 55 ათასიდან 70 ათას ლარამდე მერყეობს",- ნათქვამია კვლევაში.

აქვე აღნიშნულია, რომ საკონსტუტიციო სასამართლოს მიერ შეძენილი ავტომობილის ღირებულება აჭარბებს იმ ზედა ზღვარს, რაც მთავრობის დადგენილებით ავტომობილის შესყიდვისთვის არის განსაზღვრული.

"საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის N121 დადგენილების „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციის და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ მიხედვით, ყველაზე მაღალი კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილის ზღვრული ღირებულება (ავტომანქანის ფასს + 100 000 კმ-ზე საწვავის ფასი +სერვისის ღირებულება) განისაზღვრა 47,000$ ექვივალენტი ლარით. სასამართლოს თავმჯდომარის ავტომობილის შესყიდვის დღეს (2017 წლის 6 თებერვალი) მოქმედი კურსით (2.6816), მთავრობის დადგენილებით დასაშვები ზღვრული ღირებულება შეადგენდა 126 035 ლარს. შესაბამისად, ამ ავტომობილის მხოლოდ შესყიდვის ფასი დაახლოებით 50 ათასი ლარით აჭარბებს, საქართველოს მთავრობის მოთხოვნებს. ცხადია, მთავრობის დადგენილების მოთხოვნები სავალდებულო სახით არ ვრცელდება სასამართლო ხელისუფლებაზე, თუმცა მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული კარგი ადმინისტრირების სტანდარტი შესაძლებელია მხედველობაში იქნეს მიღებული მათ შორის სასამართლოს მიერაც, როგორც ამას თვითონ დადგენილებაც უთითებს" ,- ნათქვამია კვლევაში.