Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ბიზნეს სუბიექტების რაოდენობა იზრდება

5a2e788288de2
BM.GE
11.12.17 16:20
744
საჯარო რეესტრის  ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, ოქტომბერში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 5 587 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 98.2% სამეწარმეო სუბიექტია, ხოლო 1.8% - არასამეწარმეო სუბიექტი . 

ოქტომბერში თვეში წინა თვესთან შედარებით სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 34.7%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 8.8%-ით გაიზარდა. განსხვავებული ტენდენცია დაფიქსირდა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით: სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 48.4%-ით, გაიზარდა, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 25.0%-ით შემცირდა.

ოქტომბერში ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (3 229 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 57.8%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (2 223 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 39.8%) სახით.

როგორც ჩანს, ბიზნეს სუბიექტთა 97.6% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას. ამავე თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 99 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 15 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 11 სააქციო საზოგადოება და 10 კოოპერატივი.