Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ჩინეთის განვითარების ბანკი "ანაკლიის პორტის" პროექტით ინტერესდება

5a2fa7cb6b917
BM.GE
12.12.17 13:55
918
"თიბისი ჯგუფი’’ ჩინეთის განვითარების ბანკის პრეზიდენტს, ჯენ ჯძიეს და ბანკის დელეგაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი და მისი ქვეყნისთვის და რეგიონისთვის მნიშვნელობა განიხილეს.

ჩინეთის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას აბრეშუმის გზაზე საქართველოს სტრატეგიული მდებარეობისა და მისი საკვანძო როლის გამო.

CDB-ის პრეზიდენტმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე სამუშოდ სპეციალური ჯგუფი გამოყო, ხოლო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლები ჩინეთში შემდგომი მოლაპარაკებებისთვის მიიწვია.

„ჩინეთის განვითარების ბანკთან თანამშრომლობა, ისევე როგორც მათი ინტერესი ანაკლიის პროექტის მიმართ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბურობას და მის პერსპექტივებს“, - აცხადებს თიბისი ჯგუფის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე.