Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ჰაიდელბერგცემენტის ქარხნის მოდერნიზებაზე $100 მლნ დაიხარჯება

5a12760fae22b
BM.GE
20.11.17 10:23
949
საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა და ჰანიველ პარტნერსმა ერთობლივად შეიძინეს ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფის საქართველოში მოქმედი ბიზნესის საკონტროლო წილის 50%.

ჰაიდელბერგცემენტის ქართული აქტივები მოიცავს 3 ცემენტის ინტეგრირებულ ქარხანას, 13 ბეტონის, 2 ინერტული მასალების აგრეგატის, 1 ცემენტის ტერმინალისა და 1 ცემენტის საფქვავ ქარხანას.

თანაინვესტირების ფონდში განმარტავენ, რომ თანამშრომლობის ფარგლებში დასრულდება კასპის ქარხნის ტექნოლოგიური მოდერნიზაციის პროექტი, ასევე დაგეგმილია ბეტონის წარმოების გაფართოება და 2 ახალი აგრეგატის ქარხნის მშენებლობა, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 100 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
“ეს პარტნიორობა ერთერთი საუკეთესო მაგალითია იმისა თუ როგორ უნდა ითანამშრომლონ ქართველმა და უცხოელმა ინვესტორებმა. ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 100 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მინდა მადლობა გადავუხადო პარტნიორებს და ვუსურვო წარმატებები. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ინდუსტრიული პოტენციალის ამაღლებისთვის” - განაცხადა თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა.

აღნიშნული საინვესტიციო გეგმის განხორციელება გამიზნულია მომდევნო 5 წლის განმავლობაში და მისი ჯამური საინვესტიციო მოცულობა 100 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რომელსაც პარტნიორები პროპორციულად დააფინანსებენ.