Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რკინიგზის ახალ ხელმძღვანელს მიმდინარე კვირაში წარადგენენ

5a128177d67c3
BM.GE
20.11.17 11:14
1079
რკინიგზის ახალი ხელმძღვანელის ვინაობა მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი, - ამის შესახებ „საქმის კურსს“ საქართველოს რკინიგზაში განუცხადეს. უწყებაში რკინიგზის ახალი ხელმძღვანელის ვინაობას ჯერ-ჯერობით ვერ ასახელებს.

ამასთან, რკინიგზაში ჯერ-ჯერობით არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მამუკა ბახტაძეს პოსტზე მტკვარი ჰესის ყოფილი დირექტორი დავით ფერაძე შეცვლის.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას განხორციელებული საკადრო ცვლილებების შედეგად რკინიგზის ხელმძღვანელი ფინანსთა მინისტრად დაინიშნა.