Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შევა

5a12db2aeaf95
სალომე მეცხვარიშვილი
23.11.17 18:00
1621
შემოსავალი, რომელიც სასესხო და წილობრივი ფასიანი ქაღალდების მიწოდებდან და ფასიანი ქაღალდის პროცენტიდან მიიღება, საშემოსავლო და მოგების გადასახადიდან გათავისუფლდება. საგადასახადო შეღავათებით ფიზიკური და არარეზიდენტი პირები ისარგებლებენ. შესაბამისი ცვლილებები საგადსახადო კოდექსში შედის.

შეღავათები შეეხება იმ ფასიან ქაღალდებს, რომლებიც გამოშვებულია რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით და სავაჭროდ დაშვებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე.

ამასთან, სასესხო ფასიან ქაღალდებზე პროცენტის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში შეღავათი გავრცელდება 2023 წლის 1 იანვრამდე გამოშვებულ ფასიან ქაღალდებთან მიმართებაში.

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ცვლილებები განპირობებულია ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის.

"ქვეყანაში განვითარებული კაპიტალის ბაზრის არსებობა გულისხმობს საბანკო დაკრედიტების პარალელურად, კომპანიებისათვის გრძელვადიანი ფინანსური რესურსების მოზიდვის ეფექტიან შესაძლებლობას, რითაც იქმნება კონკურენტული გარემო არა მხოლოდ დაკრედიტების, არამედ დანაზოგების ეფექტიანად გადანაწილების მიმართულებითაც. მეტიც, თუ რაიმე მიზეზით საბანკო დაკრედიტება იზღუდება, ფასიანი ქაღალდების ბაზარმა შესაძლოა შეასრულოს დამბალანსებლის როლი. განვითარებული და გამჭვირვალე კაპიტალის ბაზარი ხელს უწყობს სტაბილურ ეკონომიკურ ზრდასა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას",- ნათქვამია განმარტებით ბარათში.