Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ყველის ეტიკეტირების დარღვევის 4 ფაქტი გამოვლინდა

5a141584994f1
სალომე მეცხვარიშვილი
21.11.17 16:40
1352
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ყველის ეტიკეტირების დარღვევის 4 ფაქტი გამოავლინა. როგორც საქმის კურსს უწყებაში განუცხადეს, რძისა და რძის პროდუქტების ეტიკეტირების დარღვევის გამო დაჯარიმებულია სულ 8 ბიზნესოპერატორი.

"2017 წლის 1 ივლსიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, სააგენტომ შეამოწმა რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელი, გადამამუშავებელი საწარმოები და ასევე სავაჭრო ობიექტები, რძის ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობასთან დაკავშირებით. სულ განხორციელდა სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის 170 შემთხვევა",- აცხადებენ სურსათის უვნებლობის სააგენტოში.

შეგახსენებთ, პირველი ივლისიდან შესული ცვლილების თანახმად, დასახელება "ყველი" შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ იმ ნაწარმზე, რომელიც მზადდება რძისგან. დაუშვებელია რძის ფხვნილისგან დამზადებული ნაწარმის ეტიკეტზე ტერმინი "ყველის" გამოყენება.