Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Wizz Air-ის თვითმფრინავს ქუთაისი-კავალას რეისზე მეხი დაეცა

5a476cadbdb52
BM.GE
30.12.17 14:37
947
30 დეკემბერს, ავიაკომპანია Wizz Air რეისი W66401 ქუთაისი - კავალა, კავალას საერთაშორისო აეროპორტთან მიახლოვებისას, საჰაერო ხომალდზე მეხის დაცემის გამო, გადამისამართდა სოფიას საერთაშორისო აეროპორტში.

მგზავრების ტრანსპორტირება სოფიადან კავალას მიმართულებით უზრუნველყოფს ავიაკომპანია.

ქუთაისის აეროპორტის ცნობით, ამ ეტაპზე ბორტს უტარდება ინსპექცირება, რომლის დასრულების შემდეგ გაირკვევა რა გადაწყვეტილებას მიიღებს ავიაკომპანია.

„ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, თუ ბორტი შეასრულებს ფრენებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, დაგვიანებით შესრულდება დღეს 30 დეკემბერს დაგეგმილი რეისები:
W66403(ქუთაისი- ლარნაკა) გეგმიური გაფრენა 12:45,
W66409 (ქუთაისი- მემინგენი) გეგმიური გაფრენა 18:25,
ჩვენი გვერდის საშუალებით მიიღებთ ინფორმაციას ცვლილებების შესახებ”, - განმარტავენ ქუთაისის აეროპორტში.