Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

გაიზრდება თუ არა პენსიები 2018 წელს - სერგეენგოს პასუხი

59f3327b2fc69
თელარა გელანტია
27.10.17 17:19
816
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, „პარლამენტი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც ოპტიმალური იქნება ქვეყნისთვის, მათ შორის პენსიის მიმართულებით“.

ასე უპასუხა ჯანდცავის მინისტრმა „საქმის კურსის“ კითხვას იმასთან დაკავშირებით, გაიზრდება თუ არა 2018 წელს პენსია, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველ ვარიანტში გათვალისწინებული არ იყო.

სერგეენკომ კონკრეტულ პასუხს თავი აარიდა და თქვა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მოვალეობაა, მოამზადოს ბიუჯეტის წინასწარი დოკუმენტი, რომელიც უნდა განიხილოს და დაამტკიცოს პარლამენტმა.

მისივე თქმით, მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ერთ საათზე მეტი შეხვედრა მიეძღვნა ბიუჯეტის პარამეტრების წინასწარი პროექტის განხილვას, რომელსაც პარლამენტს ფინანსთა მინისტრი ნოემბრის დასაწყისში წარუდგენს და მასზე საკანონმდებლო ორგანო იმსჯელებს.