Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

უფასო მედიკამენტების ჩამონათვალი იზრდება

5a8525d9700d9
მეგი კავთუაშვილი
15.02.18 10:15
1404
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო უფასო მედიკამენტების რაოდენობა მიმდინარე წელს 23-დან 45-მდე გაიზრდება. ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ "საქმიან დილაში" განაცხადა.

"მედიკამენტები დღეს უკვე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ნაწილია. წელს 23-დან 45-მდე გაიზრდება მედიკამენტების ჩამონათვალი და გაიზრდება კონტინგენტი, ვისთვისაც ეს წამლები იქნება ხელმისაწვდომი. ამის გარდა, სახელმწიფოს პარტნიორობის და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ფარმაცევტული კომპანიები მზად არიან იგივე 45 მედიკამენტი მნიშვნელოვანად გააიაფონ. დეტალები უახლოეს დღეებში დაზუსტდება და გამოცხადდება", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების რეგულაციის მომხრეა. მისი თქმით, ჯანდაცვა ისეთი სფეროა, სადაც ბაზარს კონკურენცია ვერ არეგულირებს.

"მე ყოველთვის მომხრე ვიყავი ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების რეგულირების. ზღაპარია თემა, რომ კონკურენციით რეგულირდება ჯანდაცვაში რაიმე, ჯანდაცვის ეკონომისტების 95%ა ამას არ იზიარებს. ფასებს თითქმის ყველა ქვეყანა არეგულირებს. აშშ-ს გარდა, მაგრამ იქ სხვა მეთოდებით აკეთებენ ამას. მათ შორის ბოლოს დასჭირდათ და ექიმები დაავალდებულეს, გააკეთონ განცხადება, რომელი ფარმაცევტული კომპანიიდან რა ტიპის საზიაროს იღებენ", - აცხადებს აკაკი ზოიძე.