Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"საგადასახადო რეფორმა უპრეცედენტო პრაქტიკის დაწესებას გულისხმობს"

5a85545e212a7
თელარა გელანტია
15.02.18 13:34
698
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მთავრობის ამოცანაა, რომ მთლიან შიდა პროდუქტში მნიშვნელოვანად გაიზარდოს საშუალო და მცირე ბიზნესის წილი. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა ახალი რეფორმა, რომელიც გულისხმობს მცირე მეწარმეობის წახალისებას საქართველოში. ჩვენი ამოცანაა, რომ მთლიან შიდა პროდუქტში მნიშვნელოვანად გავზარდოთ საშუალო და მცირე ბიზნესის წილი. აღნიშნული რეფორმა გულისხმობს უპრეცედენტო პრაქტიკის დაწესებას, შეიძლება ითქვას, მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაში. ჩვენ შევამცირებთ გადასახადებს 5-ჯერ მცირე მეწარმეებისთვის. კერძოდ, ჩამოვალთ 5%-დან 1%-იან ნიშნულამდე და ამასთან ერთად, მცირე მეწარმის სტატუსს მიიღებს ყველა ფიზიკური პირი, რომლის წლიური შემოსავალი არ აღემატება ნახევარ მილიონ ლარს. ესეც არის 5-ჯერ გაზრდა არსებული 100 ათასიანი ნიშნულისა. აღნიშნული რეფორმა წარმოადგენს ახალი ტალღის ნაწილს და ბუნებრივია, აღნიშნულ რეფორმას მოჰყვება სხვა ახალი საგადასახო ინიციატივები", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ფინანსთა მინისტრის თქმითვე, აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით ხვალ, 11:00 საათზე პრესკონფერენციას გამართავს.