Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა იშვიათი ჯიშის ყურძნისგან ღვინის წარმოება დაიწყო

5a687fd930fd8
BM.GE
24.01.18 17:00
902
გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ღვალაძემ, იშვიათი ქართული ჯიშის ყურძნისგან ღვინის წარმოება დაიწყო. როგორც ის ამბობს, ამ საქმიანობისკენ საკუთარმა ფესვებმა უბიძგა, დასავლეთ საქართველოში, კერძოდ იმერეთის სოფელ ცხრუკვეთში მამა-პაპის უძველესი მარანი აღადგინა და ღვინის წარმოებასაც სწორედ იქ აპირებს.

"ბოლო პერიოდში ჩვენს სოფელში "ცხრუკვეთში" ძალიან ბევრი ტურისტი მოდის, ზოგი ველოსიპედით, ზოგი ფეხით, მოაქვთ კარვები და ღამეც რჩებიან, რათა იქ არსებული უძველესი ადგილები და მღვიმეები მოინახულონ, ყველაფერი ამის ფონზე მომივიდა იდეა, რომ იმერულ სუფრასთან ერთად მათთვის იმერული ღვინოც შეგვეთავაზებინა, რაც თავისი გემოვნური თვისებებით უნიკალურია, იმერეთში მეღვინეობა კი არის , მაგრამ იმერული ტრადიციული ღვინოები ნაკლებადაა ცნობილი, ამიტომ მინდა ცოტა წინ წამოვწიოთ. მე ბებია მყავდა წერეთელი, ამ სოფელში გვქონდა უძველესი მარანი და ვენახი, რომელიც აღადგინე, მაქვს ქართული აბორიგენული ჯიშის ვენახი „ძელშავი“, რომლისგანაც ყველაზე მუქი ღვინო მზადდება იმერეთში, დავრგე ახალი ჯიშიც პინოც, რომელიც აგრეთვე იქ ძალიან კარგად ხარობს. ეს ღვინო, რაც წელს ჩამოვასხი „ციცქა-ცოლიკაური“, ნაყიდი ყურძნისგან დავაყენე, თუმცა, მომავალ წელს უკვე საკუთარ მოსავალს დავწურავ. ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ჩემმა იდეამ, ბევრი მირეკავს და მეკითხება, თუ სად შეიძლება შეიძინონ ჩემი ღვინო, ამან სტიმული მომცა, საქმიანობას კომერციული ხასიათი მივცე",- განუცხადა Bm.ge -ს ირაკლი ღვალაძემ.

ირაკლი ღვალაძემ პირველად, 2016 წლის მოსავლისგან 100 ბოთლი ციცქა-ცოლიკაური ჩამოასხა, რომლის რეალიზაციასაც არ აპირებს, თუმცა, 2017 წლის მოსავლისგან წარმოებულ ღვინოს მარკეტინგულად შეფუთავს და მომხმარებელს შესთავაზებს.