Home
Category
TV Live Menu
Loading data...

დასაქმების ხელშეწყობის პროგრამაზე ბიუჯეტიდან 700 000 ლარი დაიხარჯება

5a689c6775fcc
მარი როჭიკაშვილი
24.01.18 19:00
887
საქართველოს მთავრობამ დასაქმების ხელშეწყობის მომსახურეთა განვითარების 2018 წლის პროგრამა დაამტკიცა, რომლის ბიუჯეტი 700 000 ლარით განისაზღვრა.

წლის განმავლობაში დაგეგმილია შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის worknet.gov.ge-ს განვითარება. კონკრეტულად კი worknet.gov.ge -ს სტატისტიკური ინფორმაციის მოგროვება, მონაცემთა ბაზის დახვეწა და დამუშავება.

ასევე დაგეგმილია მუნიციპალურ დონეზე შრომის ბაზარზე ინდივიდუალურ და ჯგუფური კონსულტირების გაწევა. მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშემწყობუი მექანიზმების შემუშავება და დანერგვა. მოეწყობა დასაქმების ფორუმები.