Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Chambers and Partners-მა ქართული იურიდიული ფირმებისა და იურისტების შეფასება გამოაქვეყნა

5a85c14659db8
BM.GE
15.02.18 21:17
912
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Chambers and Partners-მა ბიზნეს სამართლის მიმართულებით ქართული იურიდიული ფირმებისა და იურისტების 2018 წლის შეფასება გამოაქვეყნა. შეფასება მთლიანობაში 9 ფირმამ მიიღო, მოცემული კომპანიები კი 4 ჯგუფშია განაწილებული. პირველ ჯგუფში მოხვდნენ : BGI Legal , BLC Law Office და Dentons Georgia.

მეორე ჯგუფი შემდეგი 3 ფირმით დაკომპლექტდა :Business Legal Bureau, Dechert LLP და Mgaloblishvili Kipiani Dzidziguri (MKD).

Chambers and Partners-ის რეიტინგის მესამე ჯგუფი ორ კომპანიას აერთიანებს - Gvinadze & Partners LLC და Nodia, Urumashvili & Partners.

მეოთხე ჯგუფის შეფასებაში მოხვდა Law Firm Begiashvili&Co. Ltd.

რაც შეეხება ინფივიდუალურ შეფასებას, Chambers and Partners-მა წელს 24 იურისტი გამოარჩია, მათ შორის ორმა - BLC Law Office-ის პარტნიორმა ალექსანდრე ბოლქვაძემ და Dentons Georgia-ს უფროსმა მრჩეველმა თედ ჯონასმა გამორჩეული პრაქტიკოსი იურისტის შეფასება მიიღო. ალექსანდრე ბოლქვაძეზე Chambers and Partners წერს, რომ მას აქვს დიდი გამოცდილება საჯარო, ბიზნეს და ფინანსური სამართლის კუთხით და რომ იგი კლიენტების შეფასებით გამორჩეულია დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდების გამო. რაც შეეხება თედ ჯონასს, გამოცემა იუწყება, რომ იგი კვალიფიცირებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში და ხშირად უწევს სამართლებრივ რეკომენდაციებს უცხოელ ინვესტორებს ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

იურისტების ინდივიდუალური შეფასების პირველ ჯგუფში ლაშა გოგიბერიძე, ნიკა ღვინაძე, ვიქტორ ყიფიანი, ქეთი ქვარცხავა და კახა შარაბიძე მოხვდნენ.

მეორე ჯგუფი Chambers and Partners-ის შეფასებით შემდეგი იურისტებით დაკომპლექტდა: გიორგი ბეგიაშვილი, ზაზა ბიბილაშვილი, ნიკოლა მარიანი და ავთო სვანიძე.

მესამე ჯგუფი 6 იურისტს აერთიანებს, კერძოდ უნანა გოგოხიას, თამთა ივანიშვილს, ოთარ ყიფშიძეს, ირაკლი მგალობლიშვილს, ბენჟამინ პაინესა და სოფია ფანჯიკიძეს.

Chambers and Partners-ის შეფასების მიხედვით მეოთხე ჯგუფში მოხვდნენ გიორგი ბათლიძე, სანდრო ბიბილაშვილი, არჩილ გიორგაძე და ფრემ ურუმაშვილი მოხვდნენ.

წლევანდელ გამოცემაში საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ საქართველოში 3 პროგრესული და პოტენციალის მქონე იურისტიც დაასახელა, კერძოდ ესენი არიან გიორგი სვანაძე (EY Law), თამარა თევდორაძე (BGI Legal) და მარიამ ვაშაკიძე (Dentons Georgia).

Chambers and Partners იურიდიულ სფეროში მოღვაწე ფირმებისა და იურისტების რეიტინგებს 1990 წლიდან აქვეყნებს და დღეისათვის 190 ქვეყანას ფარავს.