Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"მიწის შესახებ კანონის ხარჯი და სარგებელი თავად ქართველებმა უნდა შეაფასოთ"

5a86d17ccf049
BM.GE
16.02.18 16:40
811
"უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების ფლობის აკრძალვა, დარგში ინვესტიციებს შეზღუდავს", - ამის შესახებ BMG-ის საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგიონულმა წარმომადგენელმა ფრანსუა პეშომ განუცხადა. მისი თქმით, საკმაოდ ბევრი ქვეყანაა, რომელსაც აქვს მსგავსი შეზღუდვები მიწის ფლობასთან დაკავშირებით და გადაწყვეტილება თუ როგორი უნდა იყოს პოლიტიკა მიწის ფლობაზე ქართველებმა უნდა მიიღონ.

"თუ როგორი პოლიტიკაა უმჯობესი, - ეს ქართველებმა უნდა გადაწყვიტოთ. თქვენ ახსენეთ რომ სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციებია საჭირო. რა თქმა უნდა თუ შეზღუდავთ უცხოელების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწების ფლობას, აღარ გექნებათ იმდენი ინვესტიცია ამ დარგში. კანონის ხარჯი და სარგებელი თავად ქართველებმა უნდა შეაფასოთ. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ იფიქროთ გრძელვადიან ლიზინგზე, გამონაკლისებზე ბანკებისთვის, ან დაუშვათ უცხოელისთვის მიწის ფლობა განსაკუთრებულ მსხვილ ინვესტიციაზე", -ამბობს პეშო.