Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მრეწველობის სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდაა მოსალოდნელი

5a87e510ed2a5
მეგი კავთუაშვილი
17.02.18 17:00
797
მომდევნო წლების განმავლობაში გადამამუშავებელი მრეწველობის და ენერგეტიკის სექტორებში სამუშაო ადგილები გაჩნდება და შესაბამისი კვალიფიკაციის სამუშაო ძალაზე მოთხოვნა გაიზრდება. ამ ვარაუდს შრომის ბაზრის ანგარიშის ავტორები გამოთქვამენ.

„მხოლოდ ენერგეტიკის სექტორში, 2017-2025 წლებში დაგეგმილი პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 8.5 მლრდ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც აუცილებლად მისცემს სერიოზულ ბიძგს დარგში სამუშაო ადგილების შექმნას. დამამუშავებელი მრეწველობის კუთხით დაგეგმილია თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების, ენერგოეფექტური ბლოკების, მეტალის ნაწილების და წარმოების დაწყება, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 200 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. გარდა ამისა, ზრდით ხასიათდება მსუბუქი მრეწველობის სფერო, განსაკუთრებით ტექსტილის ინდუსტრია, რაც ამ დარგში კვალიფიციურ სამუშაო ძალაზე მოთხოვნას შემდეგ წლებშიც დააგენერირებს.“ - ნათქვამია შრომის ბაზრის უახლესი ანალიზის ანგარიშში.