Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Facebook პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენებაში დაადანაშაულეს

5a87e7584f0cd
BM.GE
17.02.18 18:30
749
გერმანიის რეგიონულმა სასამართლომ Facebook პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენებაში დაადანაშაულა და მომხმარებელს ნამდვილი სახელის განსაზღვრაზე მოთხოვნა აუკრძალა. გერმანიის მომხმარებელთა დაცვის ორგანიზაციის vzbv (Der Verbraucherzentrale Bundesverband) განაცხადებით, ბერლინის სასამართლომ Facebook-ის ზოგიერთი წესი, რომელიც მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემებთან არის დაკავშირებული უკანონოდ სცნო. სასამართლოში ეჭვობენ, რომ სოციალური ქსელი გერმანელებისგან ითხოვს შეუზღუდავ წვდომას მონაცემთა შეგროვებაზე მესამე მხარის ჩართვით. ადამიანის უფლებათა დამცველები აცხადებენ, რომ Facebook-ს არ აქვს უფლება გერმანელი მომხმარებლებისგან ნამდვილი სახელის დარეგისტრირება მოითხოვოს.

vzvb-ის წარმომადგენელი ჰეიკო დუნკელი აღნიშნავს, რომ სოციალური ქსელი თავდაპირველად დადგენილ პარამეტრებს მალავს, რომლებიც კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული არ არის და რეგისტრაციის დროს მომხმარებელს მათი მონაცემების გამოყენების შესახებ საკმარისი ინფორმაციით არ უზრუნველყოფს.

სასამართლოში აცხადებენ, რომ Facebook-ის მიერ მისი მომხმარებლების პირადი მონაცემების გამოყენება უკანონოა, რადგან სოციალური ქსელი მათი სწორად დამუშავების მიზნით მომხმარებლისაგან თანხმობას არ ითხოვს.

როგორც Facebook- ის წარმომადგენლები განმარტავენ, კომპანია სასამართლოს განაჩენს ნებისმიერ შემთხვევაში გაასაჩივრებს და დასძენენ, რომ მონაცემთა დაცვის გამოყენების და რეკომენდაციების შესახებ მნიშვნელოვანი ცვლილებები უკვე განხორციელდა, რათა ევროკავშირის ახალი წესები შესრულდეს, რომლებიც 2018 წლის ივნისში შევა ძალაში.