Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კანადაური ინდაური ქართულ საახალწლო სუფრაზე

5a8949da9d26f
მაია ბიწაძე
18.02.18 13:34
1199
,, ძევერის მეფრინველეობის ფაბრიკა“ მომავალი ახალი წლისთვის მზადებას იწყებს. ფაბრიკაში უკვე რამდენიმე წელია კანადური ჯიშის, ,,კონვექტორის„ , ე.წ თეთრ ინდაურს ზრდიან, რომელსაც ახალი წლის წინა პერიოდში ,,კარფურის“ ქსელში ყიდიან. როგორც ფაბრიკის ხელმძღვანელმა რამაზ გიორგობიანმა Bm.ge-ს განუცხადა, ამ ჯიშის ინდაური გიგანტურია და მისი მაქსიმალური წონა 14-დან 17 კილოგრამამდეა, თუმცა ბაზარზე 5-6 კილოგრამიანი შეფუთვით შეაქვთ, რადგან ქართველი მომხმარებლის მოთხოვნა ასეთია.

,,ამჟამად ველოდებით საინკუბაციო კვერცხს კანადიდან, რომელსაც მაქსიმუმ ერთ თვეში ჩავაწყობთ ჩვენს ინკუბატორში, წელს ვფიქრობთ 6-7 ათასი ინდაურის გაზრდას, რადგან გასულ წელს 3 ათასი გავზარდეთ და მოთხოვნა უფრო მეტი იყო. გვინდოდა ინდაურის ხორცი მომხმარებლისთის ახალი წლის გარდა, სხვა სეზონზეც, კერძოდ მთელის წლის განმავლობაში შეგვეთავაზებინა, მაგრამ მოთხოვნა ძალიან დაბალი იყო, დღეში მხოლოდ 2-3 ცალი იყიდებოდა, ამიტომ შევწყვიტეთ კარფურის მომარაგება და ინდაური გასაყიდად იქ მხოლოდ ახალი წლის წინა თვეებში, კერძოდ სექტემბრიდან იანვრის ჩათვლით შეგვაქვს. ჩვენი პროდუქტი ბაზარზე არსებულ სხვა პროდუქციასთან შედარებით იაფია, კილოგრამს 10 ლარად ვყიდით, როდესაც კილოგრამი ინდაურის ფასი საახალწლოდ ბაზარზე მინიმუმ 17-18 ლარია“, - განუცხადა Bm.ge-ს რამაზ გიორგობიანმა.

,,ძევერის მეფრინველეობის“ ფაბრიკაში, რომელიც გორში, სოფელ ,,ძევერაში“ მდებარეობს, ინდაურის გარდა ქათამსაც ზრდიან და ,,კარფურს“ დღეში 800 კილოგრამი ხორცით ამარაგებენ. ფაბრიკას საკუთარი სასაკლაო და საჩეკი ინკუბატორი აქვს.