Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"ჯორჯიან პროდაქტი" გამომშრალი ხორცის პროდუქტების წარმოებას იწყებს

5a6da18d80696
BM.GE
28.01.18 17:30
853
კომპანია "ჯორჯიან პროდაქტი" ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტს წარმატებით ახორციელებს, თუმცა მისი ხელმძღვანელის დავით ბარდაველიძის აზრით, საქართვლოში წარმოებული პროდუქტის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტისთვის წამახალისებელი და დამხმარე პროგრამები აუცილებელია, - აღნიშნული თემით "საქმიან დილასთან" "ჯორჯიან პროდაქტის" ხელმძღვანელმა დავით ბარდაველიძემ ისაუბრა.

-ბატონო დავით, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში რა ხარვეზებს გამოყოფდით?

-ვფიქრობ, რომ ბოლო წლების პროგრამები ძალიან მნიშვნელოვანია და ბიზნესს ეხმარება. თუ კონკრეტულად ჩვენი კომპანიის შემთხვევაში ვისაუბრებ, ’’აწარმოე საქართველოში“ შესანიშნავი პროგრამაა. სხვათა შორის, ჩვენთან მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებსაც კითხვარები ჰქონდათ, თუ რამდენად კარგი პროგრამაა. უპირველესად, ეს ქართველი ბიზნესმენების რესურსია იაფ ფულთან და არის ძალიან ბევრი კონსულტაცია.

-როგორ ფიქრობთ, ექსპორტის მიმართულებით და ღია ბაზრების კუთხით პრობლემა არ გვაქვს? პარტნიორების მოძიების კუთხით რა ფორმით შეიძლება სახელმწიფოს ჩართვა?

- ჯერ ევროპის ბაზრის მონაწილეებთან კომუნიკაცია უნდა დაამყარო და მერე უნდა დაიწყო რაიმე ახლის შექმნა. რადგან არსებული პროდუქტით ქართული ბიზნესისთვის იმ დიდ კონკურენტუნარიან ბაზარზე შესვლა და ადგილის დამკვიდრება ძალიან რთულია. არსებობენ კომპანიები, რომლებსაც უკვე ნიშა მოპოვებული აქვთ იმ ბაზარზე და მათთან კომუნიკაცია და მათთან ერთად პროექტების განვითარება ევროპის ბაზარზე უფრო სწრაფად დამკვიდრების საშუალებას მოგვცემს. ისეთი კომპანიების მოძიება უნდა მოხდეს, რომლებიც მესამე ქვეყნებში აწარმოებენ თავიანთ პროდუქტს და ევროპულ ბაზარზე შეაქვთ. ჩვენით შევძელით ევროპის ბაზარზე შესვლა. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავ, რომ ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულება უმნიშვნელოვანესია ბოლო ათწლეულების განმავლობაში. სწორედ აღნიშნულმა ხელშეკრულებამ გაგვიხსნა გზა მესამე ქვეყნებთან, რომლებსაც ეს არ აქვთ. ასევე, მნიშვნელოვანია კონსულტაციები, როგორც ევროკავშირის სტრუქტურების მხრიდან, ასევე ამ კუთხით საქართველოს მთავრობაც გახსნილია. იგი მზად არის იმისთვის, რომ კონკრეტულ კითხვებზე მყისიერად უპასუხოს. კომუნიკაცია არის ძალიან კარგი, რასაც ხელისუფლებას ვერ დავუკარგავ. მთავრობა აქტიურია, ჩართულია და მზად არის კონკრეტული პრობლემების შემთხვევაში კერძო სექტორს დაეხმაროს.

უნვა ვთქვა ისიც, რომ ახალ სეგმენტებში გადავდივართ, როგორიც არის კვების პროდუქტები. ამ ეტაპზე ქარხანას ვაშენებთ და გამომშრალი ხორცის პროდუქტების შეტანას დავიწყებთ ევროკავშირში. ჯერჯერობით მხოლოდ ექსპორტზე ვართ ორიენტირებული. ადგილობრივ ბაზარზეც გვაქვს, რა თქმა უნდა, სურვილი ჩვენი პროდუქტის გამოტანის. კონტრაქტები იმდენად იზრდება, რომ წარმოებაც შესაბამისად მისდევს. ახალ პროექტსაც პროგრამის ’’აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ვახორციელებთ და ჩვენ ჩენი რესურსით ვმონაწილეობთ. თავიდან 2-2.5 მილიონის ინვესტიცია ჩაიდება. ვფიქრობთ, მიმდინარე წლის II კვარტლის ბოლოს უკვე ჩვენს პროდუქტს ევროკავშირში შევიტანთ.

-თქვენი კომპანიის მიერ წარმოებული ცხოველების ავეჯი მხოლოდ ექსპორტზეა ორიენტირებული, თუ ადგილობრივ ბაზარზეც გვხვდება?

- ძალიან ახალგაზრდა კომპანია ვართ, სულ რაღაც 3 წელია ბაზარზე გამოვჩნდით და მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ამას ჩვენ თვითონ არ ველოდით. 8 პროდუქტით და 20 მუშახელით დავიწყეთ ოპერირება და დღეს 480 ადამიანი გვყავს დასაქმებული და 80 სახეობის პროდუქტს ვაწარმოებთ. თან ვაშენებთ, თან ვაწარმოებთ და ახალ მანქანა-დანადგარებს ვუკვეთავთ. მოთხოვნის სათანადოდ დასაკმაყოფილებლად ყველა ბაზარს შესწავლა სჭირდება. ჯერ ქართული ბაზრის კონცენტრირება ვერ მოვახერხეთ. ცხოველების ავეჯის სეგმენტშიც გავფართოვდით. სახლებთან ერთად, რბილ ავეჯსაც ვაწარმოებთ და როდესაც ამის შესახებ იგებენ, პროდუქტის შეძენის სურვილით გვიკავშირდებიან. უახლოეს მომავალში ვეცდებით, რომ ქართული ბაზარიც დავაკმაყოფილოთ. ვისაც ცხოველები უყვარს, ის კიდევ უფრო პრეტენზიულია. ითხოვს პროდუქტი ეკოლოგიური იყოს, დიზაინის კუთხით მოეწონოს და ინტერიერშიც მისი ინტეგრირება უნდა მოხდეს.