Home
Category
TV Live Menu
Loading data...

დავით იაკობაშვილი: რუსი მეწარმებიის მზერა მიპყრობილია სხვა ქვეყნებისკენ

5a6ec539f173c
BM.GE
29.01.18 11:00
897
რუსეთში საწარმოების 80% სახელმწიფო საკუთრებაშია, რაც, რა თქმა უნდა, არ აღვივებს წარმოების დაწყების ინიციტივას,- ამის შესახებ მილიარდერი ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი რუსულ Forbes-თან აცხადებს.

„ინიციატივა ყოველთვის ღვივდება შესაბამის ატმოსფეროში, 1990-2000-იან წლებში რუსეთში სულ უფრო მეტი საწარმო ჩნდებოდა, რომლებსაც სურდათ ღიად მუშაობა, უნდოდათ ყოფილიყვნენ გამჭვირვალეები და საერთაშორისო მნიშვნელობის მქონეები. ეს იყო აღდგენის პერიოდი. ახლა კი ქვეყანაში დაახლოებით 80% საწარმოებისა სახელმწიფო საკუთრებაშია, რაც არ აღვივებს წარმოების ინიციატივას.

ჩვენი მეწარმებიის მზერა მიპყრობილია სხვა ქვეყნებისკენ. კარგი კადრები მიემგზავრებიან სამუშაოდ იქ, სადაც წახალისებულია ინოვაცია, ინტელექტუალური განვითარება და ღიაობა. თუმცა, ეს არც ისე დიდ ხანს გაგრძელდება. უნდა შეიცვალოს ერთი თაობა და შემდეგ აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია შეიქმნება.

ახალგაზრდობა იპოვის თავის ადგილს ცხოვრებაში, მათ იციან, საით წავიდნენ. ახლანდელი ახალგაზრდობა, შეიძლება, არ არის საკმარისად განათლებული ლიტერატურაში, ფიზიკაში, ქიმიაში, მათემატიკაში, თუმცა, ისინი იმდენად სწრაფად იძიებენ და იღებენ ინფორმაციას ყოველდღიურად, რომ ეს იმოქმედებს მათს ინტერესებზე და უბიძგებს მათ საკუთარი ბიზნესის დაწყებისკენ“,- აცხადებს ბიზნესმენი.

დავით იაკობაშვილი ძირითადად რუსეთში საქმიანობს, თუმცა, მას ბიზნესი საქართველოშიც აქვს. ის რძის, წვენებისა და სასმელების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია Вимм Билль Данн-ის დამფუძნებელია.