Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ევროკავშირთან ექსპორტი 21%-ით, დსთ-სთან 23,5%-ით გაიზარდა

5a8a7794944a2
BM.GE
19.02.18 11:06
699
2018 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 816.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 20.2 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 222.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (26.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 593.9 მლნ. აშშ დოლარს (18.2 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარში 371.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.5 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 167.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის იანვარში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 211.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 6.6 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 64.2 მლნ. აშშ დოლარი იყო (21.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 147.2 მლნ. აშშ დოლარი (1.2 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 25.9 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 28.8 პროცენტი და იმპორტში 24.8 პროცენტი (2017 წლის იანვარში შესაბამისად 29.2. 29.9 და 28.9 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 22.4 პროცენტი (2017 წლის იანვარში 28.4 პროცენტი).

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2018 წლის იანვარში 305.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2017 წლის იანვართან შედარებით 38.2 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტი 80.8 მლნ. აშშ დოლარი (23.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 224.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (44.4 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 37.4 პროცენტი იყო. მათ შორის ექსპორტში 36.3 პროცენტი და იმპორტში 37.8 პროცენტი (2017 წლის იანვარში შესაბამისად 32.5. 37.0 და 30.9 პროცენტი). 2018 წლის იანვარში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 38.7 პროცენტი (2017 წლის იანვარში 27.6 პროცენტი).