Home
Category
TV Live Menu
Loading data...

იუსტიციის სახლს გათავისუფლებული თანამშრომლისთვის 55 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა

5a6ecf7ab75d7
BM.GE
29.01.18 11:36
726
იუსტიციის სახლს გათავისუფლებული თანამშრომლისთვის 55 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ინფორმაციით, მათი იურისტების ოლიკო შერმადინის და თეონა ზაქარაშვილის დახმარებით მოქალაქე ქეთევან კობახიძემ 3 წლიანი დავა მოუგო საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სსიპ. იუსტიციის სახლს. მოპასუხეებს ქეთევან კობახიძის უკანონო გათავისუფლებისთვის დაევალათ კომპენსაციის სახით 55 000 ლარის ანაზღაურების გადახდა.

"ქეთევან კობახიძე 2013 წლის 14 იანვრიდან კონკურსის წესით დაინიშნა სსიპ. იუსტიციის სახლის იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. ხოლო 2014 წლის 2 ივნისს იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით ადმინისტრაციული გადაცდომის მოტივით გაათავისუფლეს თანამდებობიდან. თბილისის საქალაქო სასამართლომ ქეთევან კობახიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ გააუქმა, რადგან ქალბატონი ქეთევანის გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია",- ნათქვამია განცხადებაში.