Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ბავშვთა სამყაროს დაზარალებულები კვლავ ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ

5a700e60e0974
მარი როჭიკაშვილი
30.01.18 12:20
921
ბავშვთა სამყაროს ხანძრის გაჩენიდან ერთ წელი შესრულდა, თუმცა, დაზარალებულები კვლავ ქუჩაში არიან დარჩენილები. როგორც დაზარალებულთა ადვოკატმა მარიკა არევაძემ განაცხადა, დღეს მოვაჭრეები საქართველოს მთავრობის წინ შეიკრიბებიან და ხელისუფლებისგან კვლავ დროულ გამოძიებასა და ზიანის ანაზღაურებას მოითხოვენ.

2017 წლის 30 იანვარს, ხანძარი სავაჭრო ცენტრში დილის სამი საათისთვის გაჩნდა. ცეცხლი მთელ შენობას მოედო და მთლიანად დაიწვა. დაზარალდა ათეულობით ადამიანი, რომლებიც ბავშვთა სამყაროს სავაჭრო ცენტრში ვაჭრობდნენ. ზიანი რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს.

საქართველოს პროკურატურამ 2017 წლის სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით ს.ს. "სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს" დირექტორი გიორგი მაჭავარიანი, ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით ამავე საზოგადოების შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი დააკავა. მოგვიანებით გიორგი მაჭავარიანი 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ სასამართლომ გაათავისუფლა.

მოვააჭრეების აქცია კანცელარიასთან 14:00 საათზეა დაგეგმილი.