Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მაიქროსოფთის ლიცენზირებული ღრუბლოვანი საცავი "OneDrive ბიზნესი" - მარტივი გზა ბიზნესის განვითარებისთვის

5a7028819b998
BM.GE
30.01.18 12:08
812
ჯორჯიან ავია სერვის ეიჯენსიში (GASA) მაიქროსოფთის ლიცენზირებული ღრუბლოვანი ტექნოლოგიები Office 365, მათ შორის, ღრუბლოვანი საცავი „OneDrive ბიზნესი“ დაინერგა. მნიშვნელოვანია, რომ GASA-ში ტექნიკური სამუშაოები კომპანია „სინტაქსმა“ განახორციელა.

„OneDrive ბიზნესის“ დახმარებით ავიაკომპანიის ელექტრონულ საცავში შენახული ფაილები და დოკუმენტები ხელმისაწვდომი გახდა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ინტერნეტის დახმარებით, ამავდროულად, ის სინქრონიზირებულია კომპანიის ყველა პერსონალურ მოწყობილობაში. რაც იმას ნიშნავს, რომ მათთან მუშაობა უკვე ინტერნეტთან დაკავშირების გარეშეც შესაძლებელია. პროცესი მარტივია: მომხმარებელს შეუძლია დოკუმენტაციის შექმნა და დაკორექტირება, როგორც დესკტოპ აპლიკაციების საშუალებით, ასევე იმავე დოკუმენტის ატვირთვა One drive-ის ღრუბლოვან შემნახველ საცავში და მისი რედაქტირება ვებ-ბრაუზერის გამოყენებით.

„კომპანია „სინტაქსი“ აქტიურად თანამშრომლობს GASA-სთან ლიცენზირებული პროდუქტების, მათ შორის ღრუბლოვანი ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით. მორიგი თანამშრომლობა მაიქროსოფთის ლიცენზირებული ღრუბლოვანი ტექნოლოგიების Office 365-ის, მათ შორის, ღრუბლოვანი საცავი „OneDrive ბიზნესის“ დანერგვას ითვალისწინებდა. ტექნიკური სამუშაოები ჩვენი კომპანიის IT ინჟინრებმა განახორციელეს. ახალი ლიცენზირებული ღრუბლოვანი საცავი ავიაკომპანიის თანამშრომლებს აძლევს საშუალებას მარტივად გაუზიარონ დოკუმენტები კოლეგებს და სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს. აკონტროლონ, ვის შეუძლია დაათვალიეროს და დაარედაქტიროს ყველა ფაილი. One drive-ში სინქრონიზებული დოკუმენტების ერთ-ერთი უპირატესობა მდგომარეობს, რომ მათი გაზიარება შესაძლებელია. კერძოდ, თანამშრომლებს , რომლებსაც აქვთ საერთო პროექტები, ერთსა და იმავე ფაილში რეალურ დროში დოკუმენტებზე მუშაობის საშუალება ეძლევათ,“ - კომპანიის ახალი სერვისის დეტალებზე საუბრობს კომპანია „სინტაქსის“ გენერალური დირექტორი ზაზა ჯაველიძე.

მაიქროსოფთის ლიცენზირებული ღრუბლოვანი ტექნოლოგიები საშუალებას აძლევს კომპანია GASA-ს ოპერატიული ინფორმაცია განათავსოს 2 კონტინენტზე გადაზღვეულ დაცულ ღრუბლოვან საცავში, რაც ამცირებს ინფრასტრუქტურისა და მართვასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ამასთან, უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა იზრუნონ საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე.

„კომპანია „სინტაქსის“ დახმარებით განხორციელდა ჩვენი კომპანიის სერვერული ინფრასტრუქტურისა და ყველა თანამშრომლის სამუშაო კომპიუტერის ლიცენზირება. ახალი სერვისის დანერგვამ ინფორმაციის დაცულობის დონე გაზარდა. ასევე დაინერგა „OneDrive ბიზნესი“, რომელიც საკმაოდ მოხერხებულია თანამშრომლებისთვის და მნიშვნელოვანი დოკუმენტების ერთ სივრცეში თავმოყრას, უსაფრთხოდ შენახვას და ერთმანეთში გაცვლა/გამოცვლას ითვალისწინებს. დოკუმენტებისთვის შექმნილია საქაღალდეები, რომელიც ხელმისაწვდომია უფლებამინიჭებული თანამშრომლისთვის. ასევე, ინფორმაციის ნახვის უფლებაც მხოლოდ კონკრეტულ თანამშრომელს გააჩნია,“ - პროდუქტის მნიშვნელობაზე საუბრობს კომპანია GASA-ს ტექნოლოგიური დირექტორის მოადგილე მიხეილ ჩიხლაძე.

ბიზნესსექტორთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე საუბრობს „მაიქროსოფთ საქართველოს“ გენერალური დირექტორი ნიკოლოზ დობორჯგინიძე და აღნიშნავს, რომ მოხარულია, როდესაც ქართული კომპანიები თანამედროვე ლიცენზირებულ ღრუბლოვან ტექნოლოგიებს იყენებენ.

რაც შეეხება GASA-ს ინფორმაციულ უსაფრთხოებას მაიქროსოფთის დირექტორის თქმით, არსებობს კონტროლის არაერთი მექანიზმი, მათ შორის, ფიზიკური მონაცემების უსაფრთხოება, ქსელური უსაფრთხოება, ხელმისაწვდომობის პოლიტიკა, აპლიკაციის უსაფრთხოება და სხვა. ამასთან, მიანიშნებს რომ „OneDrive ბიზნესი“ კომპიუტერული ტექნიკის დაზიანების შემთხვევაში, კომპანიაში არსებული კონფიდენციალური ინფორმაციის დაკარგვის საშიშროება გამოირიცხება.

„მაიქროსოფთის ლიცენზირებული ღრუბლოვანი ტექნოლოგოები, მათ შორის „OneDrive ბიზნესი“ თითოეულ ეტაპზე მხარს უჭერს მომხმარებელთა მონაცემების დაცვას და აძლევს შესაძლებლობას მართონ რისკები. კერძოდ, One drive-ს სერვისისათვის შესაძლებელია ჩვენთვის სასურველი პოლიტიკის მინიჭება, რომელ მომხმარებელს შევუზღუდოთ ამა თუ იმ დოკუმენტაციასთან წვდომა ან დავრთოთ ნება იმუშაონ გარკვეულ ფაილებთან. გარდა ამისა, One drive სერვისს და აპლიკაციას გააჩნია მყარი დაცვის სისტემა, რომლის მეშვეობით შუეძლებელია ადმინისტრატორის ნებართვის გარეშე მოხდეს რომელიმე თანამშრომლის მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის გავრცელება“.