Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი CEI აქციონერებისგან აქციებს ყიდულობს

5a7178cdeb42d
მარი როჭიკაშვილი
31.01.18 12:03
693
სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩა“ (CEI) თებერვალში აქციონერებისგან 3 568 781 ცალ აქციას შეისყიდის, რაც განთავსებული აქციების 25%-ია. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, იმ შემთხვევაში, თუკი აქციონერები წარადგენენ მოთხოვნას აქციათა გამოსყიდვის თაობაზე და ეს მეტი იქნება ვიდრე გაცხადებულია, საზოგადოება ვალდებული იქნება გამოისყიდოს მხოლოდ 3 569 781 ცალი ჩვეულებრივი აქცია, პროპორციულად ყველა მსურველი აქციონერისგან, რომელმაც დროულად წარადგინა მოთხოვნა. კანონის მიხედვით კომპანიას ერთჯერადად 25%-ზე მეტის გამოსყიდვის უფლება არ აქვს. ერთი აქციის ფასი 1.18 ლარია. დაინტერესებულმა აქციონერებმა განაცხადი 19 თებევლამდე უნდა წარადგინონ.

სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩა“ 2009–2014 წლებში, ახალციხის რაიონში, მდინარე მტკვარზე (თურქეთის საზღვართან), “მტკვარი ჰესის“ მშენებლობას ახორციელებდა, რომლის დადგმული სიმძლავრე 48 მვ-ია. ხოლო 2014 წლის მეორე კვარტალში, CEI–მ „მტკვარის“ პროექტი საქართველოს თანაინვესტირების ფონდს მიჰყიდა.

პროექტის გაყიდვის შემდეგ, 2014 წლიდან საზოგადოება ლიკვიდაციის პროესშია. კიდევ რამდენი აქციის გამოსყიდვა მოუწევს საზოგადოებას, საწარმოს ხელმძღვანელი კომერციული საიდუმლოების საბაბით, არ ასახელებს.