Home
Category
TV Live Menu
Loading data...

EBRD TAP-ის პროექტს 1,2 მილიარდი ევროთი დააფინანსებს

5a8c3583f19e1
BM.GE
20.02.18 19:30
1117
EBRD 2018 წელს ტრანს-ადრიატიკული მილსადენისთვის 1.2 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს გამოყოფს, საიდანაც 500 მილიონი ევრო პირდაპირი სესხი იქნება.

ტრანს-ადრიატიკული გაზსადენის პროექტი წარმოადგენს „სამხრეთ გაზის დერეფნის“ ნაწილს, რომელიც ევროკავშირისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული პროექტია. იგი ითვალისწინებს შაჰ-დენიზის მეორე ფაზის განვითარებას, კონდენსატის საბადოს შექმნას, ასევე აზერბაიჯანული გაზისა და კონდენსატების ევროპულ ქვეყნებში ტრანსპორტირებას. 870 კმ-იანი გაზსადენი თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე შეუერთდება ტრანს- ანატოლიის გაზსადენს (TANAP), გაივლის საბერძნეთს, ალბანეთს, ადრიატიკის ზღვასა და ბოლოს იტალიის სამხრეთით სახმელეთო ნაწილს.