Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"გრძელვადიანი კონტრაქტის დღგ-თი დაბეგვრის ნორმების გაუქმება ბიზნესისთვის არაფერს ცვლის"

5a8d81aae7d8d
მარი როჭიკაშვილი
21.02.18 18:25
815
გრძელვადიანი კონტრაქტის დღგ-თი დაბეგვრის სპეციალური ნორმების გაუქმება ბიზნესისთვის არაფერს ცვლის და მხოლოდ ტექნიკური ხასიათისაა, - ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია Kreston papiashvili consulting group-ის მმართველმა პარტნიორმა დავით პაპიაშვილმა განუცხადა.

პაპიაშილის განცხადებით, ხელისუფლებას თუ დაბეგვრის შემამსუბუქებელი რეჟიმის შემოღება სურს, გრძელვადიანი კონტრაქტის დაბეგვრაზე კი არ უნდა ისაუბროს, არამედ რეალურად ის ნაბიჯები გადადგას, რაც ბიზნესის წახალისებას ემსახურება.

"თუ ბიზნესს გვინდა ხელი შეუვწყოთ, ის ავანსების თემა გავაუქმოთ რასაც ბევრი ითხოვდა.. მაგრამ ამ საკითხზე მთავრობამ თავის პოზიცია დააფიქსირა . ეს სერიოზული დისკომფორტია  ბიზნესისთვის", - აღნიშნა პაპიაშილმა.

მისის თქმით, მას შემდეგ რაც ავანსის დღგ-თი დაბეგვრა შევიდა ძალაში, გრძელვადიანი კონტრაქტების დაბეგვრის საკითხი ისედაც მოიხსნა დღის წესრიგიდან და არააქტუალური გახდა.

დღეს ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები დაანონსა. ერთერთი ცვლილების მიხედვით, გრძელვადიანი კონტრაქტის დღგ-თი დაბეგვრის სპეციალური ნორმები უქმდება.

"ეს გარკვეულწილად ტექნიკური ხასიათისაა, თუმცა ბევრი ბიზნესისთვის ეს იქნება ადმინისტრირების გამარტივების მნიშვნელოვანი წყარო. 2017 წლის 1-ლი იანვრიდან დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი გახდა გადახდილი ავანსი, შესაბამისად, გრძელვადიანი კონტრაქტის დღგ-თი დაბეგვრის სპეციალური ნორმები ფაქტობრივად, აღარ გამოიყენება, შესაბამისად, ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ საერთოდ ასეთი პრაქტიკა გავაუქმოთ. გრძელვადიანი კონტრაქტების ადმინისტრირება ხშირად ბიზნესისთვის არსებული პრაქტიკით გართულებული იყო, შესაბამისად, ჩვენ ამას ჩავანაცვლებთ უფრო გამატივებული პრაქტიკით", - განაცხადა ბახტაძემ.