Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მამუკა ბახტაძე სადაზღვევო სექტორთან დამატებით კონსულტაციებს გეგმავს

5a8ec102dcc92
თელარა გელანტია
22.02.18 17:08
876
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საფინანსო სექტორისთვის მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელის 2023 წლამდე გადავადებასთან დაკავშირებით, სადაზღვევო ინდუსტრიასთან კონსულტაცია ექნება.

ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ BM.ge-ის კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი „სადაზღვევო სექტორისთვის ე.წ. ესტონურ მოდელზე გადასვლის გადავადებას სამწუხარო გადაწყვეტილებას“ უწოდებს და ხელისუფლებას სადაზღვევო სფეროს საბანკო სექტორისგან გამიჯვნას სთხოვს.

„სადაზღვევო სექტორთან ჩვენ გვექნება დამატებითი კონსულტაცია და ყოევლთვის მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ქართულ ბიზნესს განვითარებაში დაეხმარება. მოვისმენთ მათ არგუმენტებს და ჩვენ ჩვენს არგუმენტებს ვეტყვით. დარწმუნებული ვარ, რომ მიშვნელივან კონსესუსს მივაღწევთ“, - განაცხადა ბახტაძემ.

კითხვაზე - „შესაძლოა თუ არა რომ სადაზღვევო ინდუსტრიისთვის გამონაკლისი დაუშვან“, ფინანსთა მინისტრმა კონკრეტული პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.

„აუცილებლად მივაღწევთ ისეთ კონსესუსს, რომელიც წადგება სადაზღვევო ბიზნესის ბიზნესის განვითარებას საქართველოში“, - აღნიშნა, მან.