Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

თბილისში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად მილიონზე მეტი დაიხარჯება

5a8fdf8534cc1
თამუნა დემეტრაშვილი
23.02.18 13:25
749
დედაქალაქის ტერიტორიაზე დაზიანებული ინფრასტრუქრუტის აღსადგენად მილიონ 229 ათას ლარამდე დაიხარჯება. სამუშაოების შესყიდვის მიზნით მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ეტაპობრივად, 25 დეკემბრის ჩათვლით უნდა განახორციელოს. ტენდერის პირობებს მიხედვით უნდა მოხდეს, დაზიანებული ბორდიურების, ქვაფენილების, ლითონის მოაჯირების აღდგენა, ჭების ხუფების გამოცვლა, ასევე დაზიანებული ფასადების აღდგენა და რესტავრაციის სამუშაოები.

დაინტერესებულმა კომპანიებმა საკუთარი წინადადებები 11 მარტიდან უნდა წარადგინონ. შესასრულებელი სამუშაოების მისამართებსა და დასახელებას, მერია გამარჯვებულ კომპანიას წლის განმავლობაში ეტაპობრივად მიაწვდის.