Home
Category
TV Live Menu
Loading data...

„სარეზერვო მოთხოვნის ზრდა მტკივნეული იქნება საბანკო სექტორისთვის“ - ასოციაცია

BM.GE
12.07.22 16:47
244
საქართველოში მოქმედი ბანკებისთვის უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა შესაძლოა გაიზარდოს. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის ზრდა ქვეყანაში სავალუტო კრედიტების ზრდის ტემპის შემცირების მიზანს ემსახურება. ეს საკითხი იყო ერთ-ერთი განხილვის თემა გასული კვირის ბოლოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების შეხვედრაზე. ბიზნესი სარეზერვო მოთხოვნის ზრდის წინააღმდეგია. თუ თუ რეალური ეკონომიკური ზრდა გვინდა, ბანკებისთვის სარეზერვო ნორმები უნდა განულდეს- ასეთი პოზიცია დააფიქსირა ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა. როგორი მოლოდინი აქვს თავად საბანკო სექტორს?