Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ბანკების მიერ გაცემულ სესხებში ვაჭრობის სფერო ლიდერობს

5a82a877a3a9a
მარი როჭიკაშვილი
13.02.18 12:55
896
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემულმა სესხმა 22,3 მილიარდი ლარი შეადგინა. აქედან ყველაზე მეტი დაფინანსება ვაჭრობის სფერომ მოიპოვა და მთლიანი თანხის 24% შეადგინა.

მეორე ადგილზე იპოთეკურ სესხია, რომელსაც 19% უჭირავს.

მესამე ადგილზა სამომხმარებლო სესხი 18%-ით. 17%-ია სხვა ფიზიკური პირების სესხები. 7 %-ია მრეწველობის, 5% მშენებლობის, 3% ენერგეტიკის და 2% სოფლის მეურნეობის სფეროები. 1% უკავია ტრანსპორტის სფეროში გაცემულ სესხებს, სხვა დანარჩენ ბიზნესში გაცემული სესხების წილი კი 4%-ია.