Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ქართველების 87,3% ახალ წელს ოჯახურ გარემოში ხვდება

5a477d8366ccb
BM.GE
31.12.17 10:00
724
რესპონდენტების 30%-სთვის ახალი წლის შესახვედრად ყველაზე სასურველი ადგილი მშობლიური ქალაქია.

IPM კვლევის შედეგებით, საზღვარგარეთის ქალაქებიდან კი ყველაზე ხშირად პარიზი დასახელდა (18,9%).

გასაკვირი არ არის, რომ უმეტესობა საახალწლო სამზადისს ნაძვის ხის მორთვით იწყებს, ამიტომ საშობაო ნაძვის ხეს თითქმის ყველა ოჯახში შეხვდებით. მათგან დაახლოებით ნახევარი (49,3%), ტრადიციულად, ნაძვის ხესთან ერთად ჩიჩილაკსაც დგამს, მეორე ნახევარი კი (48%) - მხოლოდ ნაძვის ხეს.

რესპონდენტებიდან, რომლებიც წელს ნაძვის ხეს რთავენ, უმეტესობა ხელოვნურ ნაძვის ხეს დგამს (89,7%), 4,3%-ს ქოთანში ჩარგული ბუნებრივი ხე აქვს მორთული, ხოლო 3,7% მოჭრილ ნაძვის ხეს ყიდულობს. 2,3% საერთოდ არ დგამს ნაძვის ხეს.

როგორც აღმოჩნდა, ქართველები ყურადღებას ადევნებენ აღმოსავლურ კალენდარს. მათი 74% წლევანდელ ახალ წელს ძაღლთან დაკავშირებული სიმბოლოებით/ატრიბუტით ხვდება. ახალ წელს ქართველების უმრავლესობა ოჯახში ხვდება (87,3%), მეგობრების სახლში კი 6,7%. 3,3%- ია მათი რიცხვი, ვინც ახალი წლის ღამეს რესტორანში/ბარში ან საახალწლო კონცერტზე ატარებს.

გამოკითხვამ გამოავლინა, რომ ქართველების 30%-ს ახალი წლის შეხვედრა თავიანთ მშობლიურ ქალაქებში სურთ, დანარჩენებს კი - საზღვარგარეთ. მათ მიერ 3 ყველაზე ხშირად დასახელებული ქალაქებია: პარიზი (18,9%), ნიუ იოკი (10,8%) და ლონდონი (3,7%).
რესპონდენტები საახალწლო განწყობას შესაბამის თემაზე გადაღებული ფილმების ყურებითაც იქმნიან. როგორც აღმოჩნდა, ქართველების უმეტესობისთვის (37,9%) საყვარელი საახალწლო ფილმია - „მარტო სახლში“.