Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ვაზიანის" ქვევრის ღვინო სრულად იაპონელებმა იყიდეს

5a140c7a25a92
სალომე მეცხვარიშვილი
21.11.17 15:17
886
"ვაზიანის" ქვევრის ღვინო სრულად იაპონელებმა იყიდეს,- ამის შესახებ საქმის კურსს East Gate Group-ის სამეთვალყურეო საბჭოს ხელძღვანელმა ირაკლი იაშვილმა განუცხადა.

ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა "ვაზიანმა", რომელიც East Gate Group-ში შედის, ქვევრის ღვინის წარმოება მეორე წელია რაც დაიწყო. ირაკლი იაშვილი ამბობს, რომ ბაზარზე საკმაოდ დიდი მოთხოვნა ფიქსირდება, ამიტომ წელს მოცულობები უკვე გაზარდეს და მომავალი წლისთვის 60 ათას ბოთლს აწარმოებენ.

ბიზნესმენი ამბობს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ქართული ქვევრის ღვინის პარიზის ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში შეტანაზეც. ღვინო უკვე იყიდება კოპენჰაგენსა და ნიუ-იორკშიც.

ირაკლი იაშვილის თქმით, სამომავლოდ, კომპანია აპირებს აქცენტი სწორედ ქვევრის ღვინოზე გადაიტანოს და ძირითადად მის წარმოებაზე გადავიდეს, რამდენადაც ბაზარზე მოთხოვნა და ფასი მაღალია.

"თავიდან დავიწყეთ 10 ქვევრით, დავინახეთ მოთხოვნა და ავედით 50 ქვევრამდე. საერთოდ, ჩვენი სტრატეგიაა, რომ გადავიდეთ ქვევრის ღვინოზე, ვინაიდან ჩვეულებრივი ღვინის ქარხანა ყველას აქვს და მისი გაყიდვა არ არის იოლი, ქვევრი კი სიახლეა",- აცხადებს ირაკლი იაშვილი.