01.Jul .2021 15:12

სასწავლო გრანტი სტუდენტებისთვის - ახალი მემორანდუმი

377
Back

სტუდენტების დაფინანსება და გრანტები - ამას ის ახალი ექსკლუზიური მემორანდუმი ითვალისწინებს, რომელიც ბოკერიას ჰოსპიტალსა და თბილისის ღია უნივერსიტეტს შორის გაფორმდა. კერძოდ ბოკერიას ჰოსპიტლის ინიციატივით, უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ყოველწლიურად მოხდება სასწავლო გრანტის გამოყოფა 100 000 ლარის ოდენობით. როგორც კომპანიაში განმარტავენ, თანამშრომლობის მსგავსი ფორმატი სამედიცინო კომპანიასა და საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის საქართველოში პირველია. რა სარგებელს მიიღებენ სტუდენტები და რას ითვალისწინებს მემორანდუმი?