Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თბილისში ხისა და ლითონის კარის საწარმო გაიხსნა

5a6af1c2edeab
BM.GE
26.01.18 13:14
914
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სამთავრობო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაფინანსებული საწარმო გახსნა. შპს „ოცნებამ,“ რომელიც მხოლოდ სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტირებითა და რეალიზაციით იყო დაკავებული, პროგრამის "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით საკუთარი ხისა და ლითონის კარის საწარმო ააშენა და პროდუქციას უშვებს ქართული ბრენდით "მეგადორსი". საწარმოში ამჟამად დასაქმებულია 42 ადამიანი. წარმადობის ზრდასთან ერთად კომპანია წლის ბოლომდე დამატებით 20 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.

პირველ ვიცე-პრემიერს მეგზურობა საწარმოს მფლობელმა რაულ გაბაიძემ გაუწია. დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერა ხისა და ლითონის კარის დამამზადებელი საამქროები, აგრეთვე გაეცნო კომპანიის მზა პროდუქციას. აღინიშნა, რომ ამჟამად კომპანია თანამშრომლობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ წარმოებაში ხარისხის საერთაშორისო ISO სტანდარტის დასანერგად.

საწარმო აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მანქანა-დანადგარებით. აღსანიშნავია, რომ კომპანია ამ სეგმენტში ლიდერია და მის მიერ წარმოებული პროდუქციით ადგილობრივი ბაზარი სტაბილურად მარა­გდება. საწარმოში ამ ეტაპზე სერიულად იწარმოება 100-ზე მეტი სახეობის მაღალი ხარისხის ხის და ლითონის კარი, ასევე მიიღება ინდივიდულური შეკვეთებიც. მიმდი­ნა­რე პერიოდისათვის საწარმოს წარმადობა შეადგენს თვეში 2000 კარს, თუმცა უახლოეს პერიოდში წარმოების მოცულობა გაიზრდება ორჯერ, რაც კომპანიას მისცემს შესაძლებლობას პროდუქცია ექსპორტზე გაიტანოს თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში.

საწარმოს გახსნას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტო "აწარმოე საქართველოში" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ნასარიძე.

საწარმო „მეგადორსი“ ეკონ­ომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარ­გლებში სარგებლობს როგორც ფინანსური, ასევე ინფრასტრუქტურული კომპო­ნენ­ტით, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადა­ფი­ნა­ნსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს, ხოლო საწარმოს ასაშე­ნე­ბლად კომპანიას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 5 184 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა. სააგენტოს “აწარმოე საქართელოში“ ხელშეწყობით განხო­რციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 2 424 000 ლარს შეადგენს.