Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მცხეთის კინოთეატრის შენობა არქეოლოგიურ მუზეუმად გადაკეთდება

5a86b1b7b5f91
მარი როჭიკაშვილი
16.02.18 14:24
634
მცხეთის კინოთეატრის შენობა არქეოლოგიურ მუზეუმად გადაკეთდდება. პროექტს, მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის რეგიონული განვითარების მესამე პროექტის ფარგლებში ახორციელებს.

სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო და მისი დასრულება 2019 წლის ზაფხულში იგეგმება. პროექტის მიხედვით, შენარჩუნდება არსებული შენობის სამხრეთი ფასადი, მიმდებარე კიბეები, ორივე პანდუსი და სკვერში მდებარე შადრევანი. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია "ჯავა" ახორციელებს. პროექტის ღირებულება კი 8 688 338 ლარია.

კინოთეატრის შენობა მცხეთის ცენტრში, სამთავროს მონასტრის მიმდებარედ მდებარეობს. ორსართულიანი ნაგებობა აშენებულია არაგვის კარიბჭის არქეოლოგიურ ძეგლზე, გასული საუკუნის 70-იან წლებში და წარმოადგენს შუა საუკუნეების ძეგლს.