Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სავალუტო ფონდის გზავნილები - შეფასება

BM.GE
20.02.23 16:27
129
“საქართველოს ეროვნული ბანკის კანონში ცვლილების შეტანის მიზნით გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯები, რომელიც ცვლის საქართველოს ეროვნული ბანკის მართვის სტრუქტურას, თავდაუზოგავი შრომით მოპოვებული სანდოობის დაკარგვის რისკს ქმნის,”- ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის, ჯეიმს ჯონის განცხადებაში. IMF-ის მისია საქართველოში 13-17 თებერვლის მონაკვეთში იმყოფებოდა. ორგანიზაცია კრიტიკულად აფასებს ეროვნული ბანკის კანონში დაჩქარებული წესით შეტანილ ცვლილებებს, რომელიც სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებს. ინფორმაციისთვის, საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონი დაჩქარებული წესით 9 თებერვალს მიიღო.

სტუმარი: ლაშა ქავთარაძე - Galt&Taggart-ის ეკონომისტი;