Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები 1 წელში ტრილიონი დოლარით გამდიდრდნენ

5a4670f47a91d
BM.GE
30.12.17 18:00
914
მიმდინარე წლის განმავლობაში პლანეტის უმდიდრესი ადამიანების ქონება ჯამურად, 1 ტრილიონი აშშ დოლარით 5.3 ტრილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 4-ჯერ მეტია. 2016 წელს მილიარდერების ქონება მხოლოდ 237 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა.

Bloomberg-ის მონაცემებით, მიმდინარე წელს ყველაზე მეტად Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი გამდიდრდა. მისი ქონება 34.2 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ერთ დროს პლანეტის უმდიდრესი ადამიანის - ბილ გეითსის პოზიცია შეერყია და სიის პირველი ადგილი თავად დაეკავებინა.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად, ჯეფ ბეზოსის ქონება 99.6 მილიარდი აშშ დოლარია, ხოლო გეითსის - 91.3 მილიარდი აშშ დოლარი. გეითსი 2013 წლის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგის ლიდერია.

Bloomberg-ის უმდიდრესი ადამიანების სიაში მიმდინარე წელს 38 ჩინელი მილიარდერი მოხვდა, რომელთა საერთო ქონებამ 177 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ისინი სხვებთან შეადრებით, ყველაზე სწრაფად გამდიდრდნენ.

მიმდინარე წლის მილიარდერების სიაში ყველაზე მეტი ამერიკელი მოხვდა. 2017 წელს 159 ამერიკელი მილიარდერის ჯამურმა შემოსავალმა 315 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა.

განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა მიმდინარე წელი ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლებისთვის, 57 ’’ტექნოლოგიური“ მილიარდერი 2017 წელს 262 მილიარდი აშშ დოლარით გამდიდრდა. მათში გამორჩეული Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგია, რომელსაც 262 აშშ დოლარიდან 22,6 მილიარდი აშშ დოლარი ეკუთვნის.
მიმდინარე წელი ბევრი მდიდარი ადამიანისთვის წარუმატებელი იყო. მაგალითად, ტელეკომუნიკაციების სფეროში მოღვაწე ფრანგმა მილიარდერმა, პატრიკ დრაიმ 2017 წელს ქონების 39% დაკარგა, რაც 4,1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. რეიტინგში მყოფი 500-იდან 440 მილიარდერის ქონება 1,05 ტრილიონი აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო 58-მა კი მიმდინარე წელს 46 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა.