Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის 30 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

5a2f8a43a36c3
სალომე მეცხვარიშვილი
13.12.17 10:00
928
თბილისში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის 2018 წელს 30 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. თანხა ამ მიმართულებით ბიუჯეტშია გათვალისწინებული, რომელიც თბილისის საკრებულოშია შესული.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება მომავალ წელს ფინანსება 29 925,7 ათასი ლარით, მათ შორის გლდანის რაიონში - 2 180,0 ათასი ლარი, ნაძალადევის რაიონში - 2 900,0 ათასი ლარი, დიდუბის რაიონში - 3 098,0 ათასი ლარი, ჩუღურეთის რაიონში 3 458,0 ათასი ლარი, ვაკის რაიონში - 2 758,0 ათასი ლარი, საბურთალოს რაიონში - 3 400,0 ათასი ლარი, ისნის რაიონში - 3 350,0 ათასი ლარი, სამგორის რაიონში - 2 644,0 ათასი ლარი, კრწანისის რაიონში - 2 484,7 ათასი ლარი, მთაწმინდის რაიონში - 3 653,0 ათასი ლარი.

პროგრამა ითვალისწინებს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წევრთა საერთო სარგებლობაში არსებული ქონების რეაბილიტაციისთვის, განახლებისთვის და ექსპლუატაციისთვის საჭირო სამუშაოებზე თანადაფინანსებას.

"დედაქალაქში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და მოსახლეობის დახმარების მიზნით, ღონისძიებების თანადაფინანსება ბიუჯეტიდან ხორციელდება პროცენტულად. პროგრამა მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს: შენობის სახურავის შეკეთებას (ბრტყელი გადახურვა და ქანობიანი გადახურვა); ლიფტების მიმდინარე შეკეთებას, შენობების კაპიტალურ 7 შეკეთებას, შიდა წყალკანალიზაციის გაყვანილობის შეკეთებას, ბინათმესაკუთრეთა მიერ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე განხორციელებული ე.წ. მიშენების (არა ინდივიდუალური) კონსტრუქციების მდგრადობისა და სეისმომედეგობის განსაზღვრას, სახურავის წყალსაწრეტი მილების შეკეთებას, ამხანაგობის კუთვნილი მიმდებარე ტერიტორიის დაფიქსირებას (წითელ ხაზებში მოქცევა), სადარბაზოების შიდა რემონტს, სადარბაზოს შესასვლელი კარების დამზადება-მონტაჟს, პანელოვან შენობებში სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაციას, შშმპ-სთვის პანდუსების, სპეც. ამწეების და ლიფტების მონტაჟს და სხვა ღონისძიებებს",- ნათქვამია ბიუჯეტის პროექტში.