Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

საწვავი მოკლევადიან პერიოდში შესაძლოა 15-20 თეთრით გაძვირდეს - ნავთობიმპორტიორი;

BM.GE
06.06.23 23:06
78
შესაძლოა ადგილობრივ ბაზარზე საწვავი მოკლევადიან პერიოდში 15-20 თეთრით გაძვირდეს - ამის შესახებ BM.GE-თან სენტა პეტროლეომ ჯორჯიას დამფუძნებელმა ზაალ იაკობიძემ განაცხადა. როგორც იაკობიძე ამბობს, ბაზარზე ბენზინის გაძვირება უკვე დაწყებულია. მისი თქმით, ამის მთავარი მიზეზი რუსეთის ბაზარზე არსებული რყევებია. იაკობიძე ამბობს, რომ ბაზარზე გავლენა ექნება OPEC-ის დე-ფაქტო ლიდერის, საუდის არაბეთის გადაწყვეტილებასაც საერთაშორისო ენერგეტიკული ბირჟისთვის ნავთობის მიწოდების მკვეთრად შემცირების შესახებ. გლობალური სავაჭრო ქსელის ხელმძღვანელი BM.GE-თან ამბობს, რომ რუსეთის ბაზარზე ფასების ზრდასთან ერთად საწვავის დეფიციტიც შეინიშნება. შესაბამისად, იმის გამო რომ ამ ნაწილში საქართველო რუსეთიდან საწვავის იმპორტზეა დამოკიდებული, ფასები გაიზარდა. მისი თქმით, განსხვავებული მდგომარეობაა დიზელის შემთხვევაში, სადაც ფასთან მიმართებით პოზიტიური მოლოდინებია.