15.Jul .2021 15:18

საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა

240
Back

საქართველოში საწვავზე ისტორიულად მაღალი ფასი ფიქსირდება. როგორც ნავთობიმპორტიორები ამბობენ, ბენზინის ღირებულება ორ-ლარ ნახევრიან ნიშნულს არასდროს გამცდარა, ახლა კი პრემიუმის ღირებულება უკვე ქსელებში 3 ლარი და 15 თეთრი ღირს, რეგულარის ფასიც თითქმის 3-ლარიან ნიშნულზეა. როგორც კომპანიები ამბობენ, საწვავზე მაღალი ფასის მთავარი მიზეზი საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების სიძვირეა. მხოლოდ ბოლო ერთ თვეში პლატცის მიხედვით 1 ტონა საწვავი 80 დოლარით არის გაძვირებული. რა პროგნოზებს აკეთებენ ნავთობიმპორტიორები და რა მექანიზმით შეიძლება ავიცილოთ თავიდან საწვავზე ფასების მატება?