Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ზამთრის ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული მიმართულებები

5a17cbee40927
სალომე მეცხვარიშვილი
24.11.17 11:32
865
ზამთრის სეზონის დაწყებასთან და საახალწლო არდადეგების მოახლოებასთან ერთად მომხმარებელი აქტიურდება. რომელია ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული მიმართულებები საახალწლოდ საქმის კურსმა რამდენიმე ტურისტული სააგენტო გამოკითხა.

ირკვევა, რომ ზამთარში მომხმარებელი ძირითადად თბილ ქვეყნებს ირჩევს. დაბალი ფასისა და ამინდის გათვალისწინებით პირველ ადგილზე ეგვიპტეა.

მეორე ადგილს ევროპის ის მიმართულებები იკავებს, სადაც ქუთაისის აეროპორტიდან ფრენა დაბალბიუჯეტიან WIZZ AIR-ს აქვს: პრაღა, მილანი, ბერლინი.

მოთხოვნადია დუბაის ტურიც, თუმცა, როგორც ტურისტული კომპანიები აცხადებენ, ეს შედარებით მაღალ საფასო სეგმენტს განეკუთვნება.

კომპანია Marco Polo-ს ხელმღვანელი ნატა რუხაძე აცხადებს, რომ საახალწლო არდადეგებზე მოთხოვნადია ანტალიის 5-ვარსკვლავიანი სასტუმროებიც, რომლებსაც ამ პერიოდისთვის სერიოზული ფასდაკლებები აქვთ.

ტურისტულ კომპანია Go 365-ში კი აღნიშნავენ, რომ მიუხედავად ზამთრის სეზონისა, ქართველი მომხმარებლისთვის საზღვარგარეთ სასრიალო კურორტები აქტუალური არ არის. კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ეს, სავარაუდოდ, ინფორმაციის ნაკლებობით არის განპირობებული, რამდენადაც საქართველოში და თურქეთის ზამთრის კურორტებზე დასვენება ფაქტობრივად ერთი ფასი ღირს, სერვისი კი თურქეთში გაცილებით მაღალია.