Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

სახელმწიფო და თავისუფალი ეკონომიკური ზონები საქართველოში

BM.GE
07.05.21 12:34
396
ამ დროისათვის ქვეყანაში სულ 3 თავისუფალი ინდუსტრიული ზონა მოქმედებს. თბილისში, ქუთაისში და ასევე საპორტო ქალაქ ფოთში. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონები საკმაოდ მიმზიდველი მიმართულებებია ბიზნესებისთვის და ამაში მნიშვნელოვანი წვლილი ლოიალურ საგადასახადო სისტემებს აქვთ. საქართველოს თავისუფალი ეკონომიკური ზონების ტერიტორიაზე იბეგრება 2 ძირითადი გადასახადით. პირველი, საქონლის რეალიზაციიდან/საქართველოს რეზიდენტებზე გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლის გადასახადი, ამ შემთხვევაში, განაკვეთი შეადგენს 4%-ს. მეორე – საშემოსავლო. გაცემული ხელფასები იბეგრება 20%-ით. ამასთან ერთად, თუ ხელფასი გაიცემა ქვეყნის არარეზიდენტზე, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია კომპანია, თუმცა თუ პირი საქართველოს მოქალაქეა, იგი თავად იხდის საშემოსავლო გადასახადსა და საპენსიო შენატანს. აგრეთვე, კომპანიას უჩნდება ვალდებულება, წყაროსთან დაბეგროს საქართველოს არარეზიდენტებისგან მომსახურების შეძენის შემთხვევაში. თუ მომწოდებელ ქვეყანასთან საქართველოს დადებული აქვს ხელშეკრულება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ, გადასახადი არ გადაიხდება. ყველა დანარჩენი გადასახადი – მოგების, დივიდენდების განაწილების (შეუზღუდავად, წლის განმავლობაში), დღგ-ს, საზღვარგარეთიდან თიზ-ში ნედლეულის ან მზა პროდუქციის იმპორტის, თიზ-დან საზღვარგარეთ ნედლეულის ან მზა პროდუქტის ექსპორტის და ქონების გადასახადები შეადგენს 0%-ს. რატომ არის ან რატომ არ არის საკამრისად საინტერესო საქართველოში უცხოური კომპანიებისათვის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქმიანობის წამოწყება იმის გათვალისწინებით, რომ გეოგრაფიულად ლოგისტიკის სამართავად პროცესი ერთი შეხედვით საინტერესო შეთავაზების უნდა იყოს.

სტუმარი: პაატა შურღაია - Grant Thornton Georgia, პარტნიორი.