Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"არსებობს მოლოდინი, რომ ლარი 2.65-ზე ჩამოვა"

5a0ee4d4990f5
დავით ჯალაღონია
17.11.17 17:29
967
ლარის გაცვლით კურსთან დაკავშირებით დღეს პარტია "ქართული ოცნების" ოფისში ეკონომიკის მინისტრისა და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კახა ოქრიაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე ითქვა, რომ არსებობს ეროვნული ვალუტის გამყარების მოლოდინი.

"არსებობს მოლოდინი, რომ ლარი გამყარდება და 2.7-დან 2.65-მდე ჩამოვა", - აღნიშნა მან.

რაც შეეხება მიმდინარე პერიოდში ლარზე გაუფასურების მიმართულებით მოქმედ ფაქტორებს, ოქრიაშვილის აზრით, ეს მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას უკავშირდება.

"ჩვენს მეზობელ და მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არის დევალვაცია. თურქეთში ლირა 11%-ით გაუფასურდა, ასევე ვარდება რუბლი და თვითონ დოლარი ევროსთან მიმართებაში", - განაცხადა დეპუტატმა.

კითხვაზე, რა აძლვს მას ლარის გამყარების იმედს, ოქრიაშვილმა უპასუხა, რომ "გაუფაურებამ პიკს მიაღწია და ახლა ვალუტის კორექციას ელოდბა".

მისივე ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრას ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტიც ესწრებოდა.