Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სახელმწიფო კომისია - ეკონომიკური განვითარების გეგმა - ვასილ რევიშვილი საქმის კურსში

BM.GE
04.03.21 18:24
420
მთავრობამ ეკონომიკის განვითარების გრძელვადიანი გეგმის შემუშავებისთვის სახელმწიფო კომისიის შექმნის საკითხი დაამტკიცა. განცხადება თემაზე, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. ეკონომიკის გრძელვადიანი გეგმის წარდგენაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ჯერ კიდევ პარლამენტში ახალი მთავრობის და სამთავრობო პოლიტიკის წარდგენისას ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის 10 წლიანი განვითარების გეგმა 100 დღეში მომზადდებოდა. დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე კი პრემიერმა თქვა, რომ სახელმწიფო კომისია განვითარების გეგმის პირველ დოკუმენტს მაისისთვის წარადგენს. მისივე თქმით, კომისიაში ჩართულები იქნებიან როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები.

სტუმარი: ვასილ რევიშვილი - ფინანსისტი