Home
Category
TV Live Menu
Loading data...

დოლარის გაძვირების მიზეზები

59edcbd0b67b5
შოთა დიღმელაშვილი
23.10.17 15:00
802
დოლარი გაძვირდა ძირითადი სავალუტო კალათის მიმართ პარასკევს. ამ გაძვირების ტემპი, ერთ სავაჭრო დღეში, რეკორდული იყო 2 ოქტომბრის შემდეგ.
დოლარის გაძვირება გამოიწვია იმედის გაჩენამ, რომ საგადასახადო რეფორმები გატარდება. სენატის რესპუბლიკელებმა დაამტკიცეს ბიუჯეტი, რაც რესპუბლიკელებს საშუალებას მისცემს, დემოკრატების მხარდაჭერის გარეშე მოახერხონ გადასახადების დაწევა.

ინვესტორები მოელიან, რომ ფისკალურ წახალისებას ინფლაციის გაზრდაც მოჰყვება, რაც ამერიკის ფედერალურ რეზერვს უფრო მალე აიძულებს გაზარდოს რეფინანსირების განაკვეთი. ამას სპეციალური სახელიც კი მოუფიქრეს –ტრამპფლაცია.

რესპუბლიკებს ჯერ წინ აქვთ ისეთი კანონპროექტის შექმნა, რომელიც გადასახადის შეკვეცისა და ამ შეკვეცის შედეგებთან გამკლავების საშუალებას ერთდროულად შესთავაზებს ამერიკელ ხალხს. ანალიტიკოსების შეფასებით, ჯერ კიევ დიდი დროა აქამდე და თეთრი სახლი ბევრ ბრძოლას გადაიტანს.

თუმცა მაინც, ამბავის გამოსვლისთანავე დოლარმა ფასში მატება დაიწყო. იენის მიმართ ⅘ პროცენტით მოიმატა და დოლარის ფასი იაპონური ვალუტისთვის 113 იენს გადასცდა, რაც სამი თვის რეკორდია.

შვეიცარული ფრანკისთვის დოლარი სიძვირის 5 თვის რეკორდს ხსნის. 100 დოლარის საყიდლად შვეიცარელებს 98.5 ფრანკის გადახდა მოუწევთ.

ევროც ოდნავ გაიაფდა დოლარისთვის, ასე ნახევარი პროცენტით და ახლა ერთი ევრროს ფასი დოლარსა და 18 ჩენს ჩამოცდენილია.